„ძალიან პოპულარული გახდა აზიური მიმართულებები, კერძოდ, ეგზოტიკური მოგზაურობები. ქართველები ძირითადად ირჩევენ იმ ქვეყნებს, სადაც ვიზა საჭირო არ არის და ერთი გადაჯდომით მოხვედრა შესაძლებელია“- “გამყვანი ტურიზმის ასოციაციის” თანადამფუძნებელი მამუკა კელაურაძე
„ძალიან პოპულარული გახდა აზიური მიმართულებები, კერძოდ, ეგზოტიკური მოგზაურობები. ნელ-ნელა ჩვენთანაც იკიდებს ფეხს. ეს არის ძირითადად: ტაილანდი, ინდოეთი, შრილანკა, ასევე, ძალიან პოპულარულია ტანზანია და კერძოდ, ზანზიბარი, ბევრს აინტერესებს. ვიზები არ გვჭირდება და ამიტომ მარტივია, რეისებიც არის. ბუნებრივია, თბილისიდან პირდაპირი ფრენა არ არის, მაგრამ ერთი გადაჯდომით თავისუფლად შეძლებთ იქ მოხვედრას. ასევე ძალიან პოპულარულია მალდივები“,- განაცხადა მამუკა კელაურაძემ.