დღის სიახლეებისიახლეები

ქლიავის ექსპორტი შემცირდა

0
გაზიარება

საქართველოდან ქლიავის ექსპორტი შემცირდა.  EastFruit-ის ცნობით, რუსეთმა, რომელიც ძირითადი იმპორტიორი ქვეყანაა, წელს გაცილებით ცოტა ქლიავი იყიდა. წლის განმავლობაში კი, საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება არ მოუხდენია. კარგი მოსავლის შემდეგ დაკლებულმა ექსპორტმა კი ბოლო ორ კვირაში ფასების შემცირება გამოიწვია.

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 1,8 ათასი ტონა ქლიავი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებზე 27%-ით ნაკლებია. სწორედ ამის გამო, ოქტომბრის პირველ კვირას ქლიავის საბითუმო ფასმა მკვეთრად იკლო. ერთი კილოგრამის ღირებულება 0,70 ლარს შეადგენს, რაც ორჯერ ნაკლებია, ვიდრე შარშან ამ პერიოდში. მითუმეტეს, რომ ეს იმ პერიოდში ხდება, როცა როგორც წესი, ფასები მატულობს.

მწარმოებლის მხრიდან მოთხოვნა შეიძლება ყოფილიყო მაღალი, თუმცა წელს მსხვილმა გადამამუშავებელმა ქარხნებმა განაცხადეს, რომ სრული დატვირთვით ვერ მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!