“თელასის” ინფორმაციით, გასულ წელს 7.3%-ით მეტი 3,025 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გაანაწილეს. კომპანია ზრდას ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდას უკავშირებს.
2022 წლის მონაცემებით 3,1%-ით (21.6 ათასი აბონენტით) და 725,4 ათასამდე გაიზარდა აბონენტების რაოდენობა, საიდანაც 652,5 ათასი – ფიზიკური პირია, ხოლო 72,9 ათასი – იურიდიური პირი.
“2022 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 661 კმ შეადგინა, რაც 4,2%-ით (271 კმ-ით) აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს (6 390 კმ). საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2022 წელს შესრულდა ქვესადგურების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები, ქვესადგურებზე „ჩუღურეთი“ და „დინამო“ Т2 32 MVA ძალოვანი ტრანსფორმატორები შეიცვალა. მოცემული პროექტების განხორციელების შედეგად ქვესადგურების სიმძლავრე 7 მეგავატით გაიზარდა. 2022 წელს დაიწყო 35-110 კვ ელექტრლოქსელში SCADA-ს სისტემის დანერგვის პროექტი”,-წერია “თელასის” განცხადებაში