RSS კატეგორიადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ქუთაისში Hill Hotel Kutaisi ბაზისბანკის მხარდაჭერით გაიხსნა

0
გაზიარება

ბაზისბანკი აგრძელებს სასტუმრო ინდუსტრიისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას და  „უმასპინძლე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ქუთაისში კიდევ ერთი ახალი, 14 ნომრიანი სასტუმრო Hill Hotel Kutaisi გაიხსნა.პროექტის ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც ბაზისბანკის მიერ 800,000 ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა. კომპანიამ, ასევე ისარგებლა სახელმწიფო პროექტის, „უმასპინძლე საქართველოში“ თანადაფინანსებით. სასტუმროში ადგილობრივი პერსონალია დასაქმებული.

სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და პირველ სტუმრებს მიმდინარე წლის მაისში უმასპინძლა. Hotel Hill Kutaisi კომფორტულ და მყუდრო გარემოში დასვენებას სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმრებს, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. Hotel Hill Kutaisi მდებარეობს ქუთაისის ისტორიულ უბანში, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ქალაქის ისტორიულ ძეგლებზე.

„ბაზისბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და აძლიერებს სამშენებლო სექსტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. გვეამაყება, რომ კიდევ ერთი წარმატებული პროექტის განხორციელების თანამონაწილეები ვართ.“ – აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბაზისბანკის გუნდს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერისა და აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის. ვისურვებდი, კიდევ ბევრი მსგავსი პროექტი განხორციელდეს ჩვენს რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.“ – განაცხადა შოთა ოჩიგავამ.

 

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!