ქვეყნები, სადაც უძრავი ქონება ყველაზე იაფი ღირს
საცხოვრებელ სახლს ბევრი ადამიანი სხვადასხვა მიზეზის გამო იცვლის ხოლმე, ზოგჯერ ქვეყანასაც კი. ადამიანების ნაწილი საცხოვრებლად ყველაზე იაფ ადგილს ირჩევენ. გთავაზობთ 2020 წლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონება ყველაზე იაფი ღირს
- ესტონეთი, პიუსი- ამ ქალაქში ოთხოთახიან ბინას 2 600 ევროდ შეიძენთ.
- ეგვიპტე, ხურგადა – საცხოვრებელ კომპლექს ტიბა პლაზაში სტუდიოს ტიპის ბინას, გარემონტებულს 8 360 ევროდ იყიდით. საერთო ფართო 28 კვ.მ. სახლთან ახლოს არის უფასო პლაჟი.
- იტალია, სკალეა- ზღვიდან სულ რაღაც 400 მ-ში სტუდიოს ტიპის ბინის შეძენა 13 000 ევროდ არის შესაძლებელი.
- ფინეთი, ჰეინიავესი-სამოთახიან, გასარემონტებელ სახლს აქ 7 000 ევროდ იყიდით.საერთო ფართი 69 კვ.მ.
- ბულგარეთი – აქ ოროთახიანი სახლის ფასი 29 000 ევროა. საერთო ფართი 45,5 კვ.მ.