წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია (SGBA) ქვეყნის წამყვან კომპანიებთან ერთად წარმოგიდგენთ Tourist Card Georgia– ს, რომელიც საქართველოში ტურისტებისთვის ყველა შესაძლო ინტერესს ერთ სივრცეში აერთიანებს.
Tourist Card Georgia – ს განვითარების მენეჯერის, თემურ კვარაცხელიას განმარტებით : “ვიზიტორებისთვის Tourist Card Georgia წარმოადგენს მარტივ და კომფორტულ სივრცეს, რომლითაც თითქმის ყველა ტურისტულ ლოკაციაზე შესაძლებელია სპეციალური ფასდაკლებებით სარგებლობა. ტურისტული ბარათის შეძენა შესაძლებელია, შემდეგ ლოკაციებზე: თბილისში, ბათუმში, სერთიფიცირებულ გიდებთან და მძღოლ-გიდებთან. ბარათის ღირებულება 30 ლარს შეადგენს”.
დაგეგმე სასურველი ტური Tourist Card Georgia-სთან ერთად, გაეცანი ქართულ ეგზოტიკურ ბუნებას, ტრადიციულ სამზარეულოს, საქართველოს კუთხეებს, ისიამოვნე მოგზაურობით და რაც მთავარია მაქსიმალურად დაზოგე დრო და ფინანსური რესურსი.