დასვენება და გართობაRSS კატეგორიაეკონომიკასაინტერესო სიახლეებისასტუმროებიტურიზმი, დასვენება და გართობა

რა ღირს დასვენება საქართველოს სასტუმროებში?

0
გაზიარება

PMCG-ის კვლევის თანახმად, 2022 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 148 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 255 ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 105 ლარი, 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა კი, 468 ლარი შეადგინა. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 581 ლარია, თბილისში – 558, გურიაში – 474, ხოლო აჭარაში – 457 ლარი.

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, 8.1%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.1%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.5%-ით გაიზარდა.
2022 წლის მაისში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 8.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8.1%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 13.5%-ით გაიზარდა,“- აღნიშნულია კვლევაში.

მსგავსი სიახლეები

2024 წლის 5 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელი მსოფლიოში

FORBES-ის რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზეა ანტონიო ვიეტრის მიერ შექმნილი Moonstar Shoes, რომლის ღირებულებაც 19.9 მლნ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელია, რომელიც პირველად 2019 წელს დუბაიში…

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

15 აგვისტოდან აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით ბორითის კვანძიდან სოფელ წევამდე იმოძრავებენ რიკოთის ძველი გზით

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გვარცელებული ინფორმაციით, წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!