ფინანსებიRSS კატეგორია

რა შემოსავლები აქვს City Mall-ს?

0
გაზიარება

სავაჭრო ცენტრების ქსელ City Mall-ის მფლობელი კომპანია შემოსავლებისა და მოგების ზრდის შესახებ აცხადებს. ამის შესახებ „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია ჯგუფის” მიერ საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ ანგარიშშია წერია.

“აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯია”, რომელიც City Mall-ის ბრენდით 2 სავაჭრო ცენტრს და ასევე „სითი თაუერს“ ფლობს, 2021 წელი 42.015 მლნ ლარის მოგებით დახურა, 2020 წელს არსებული 11.7 მილიონიანი ზარალის შემდეგ. ფინანსური ანგარიშით ირკვევა, რომ 20.7 მლნ ლარით არის გაზრდილი კომპანიის წლიური ამონაგებიც.

„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია ჯგუფის“ ფინანსური მაჩვენებლები / 2022 წელი

• ამონაგები – 61.16 მლნ ლარი
• საოპერაციო მოგება – 40.62 მლნ ლარი
• მოგება – 42.015 მლნ ლარი

კომპანიის მენეჯმენტი ფინანსურ ანგარიშში სამომავლო გეგმებზეც წერს. კერძოდ, დაგეგმილია „ა კლასის“ ბიზნესცენტრის „სითი თაუერის“ სრული დატვირთვით ოპერირება 2023 წლიდან. ასევე  სასტუმროს მშენებლობა რაჭაში და მულტი-საოჯახო და კომერციული უძრავი ქონების მშენებლობა თბილისში. თბილისში საცხოვრებელი კომპლექსის განვითარებისთვის კომპანიამ 2021 წელს შეძინა ვაკე-საბურთალოს რაიონში მიწის ნაკვეთები. პროექტის განხორციელება 2025 წლისთვის იგეგმება.

„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია ჯგუფის“ ბენეფიციარი მფლობელი მინდია საბანაძეა. კომპანია დალისტულია საფონდო ბირჟაზეც. სწორედ ბირჟაზეა განთავსებული „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია ჯგუფის“ 15 მლნ დოლარის ობლიგაციები.

წყარო : ბიზნეს მედია

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!