სამშენებელო კომპანია რაიმონდ რეზიდენსი – ახალი კონცეფცია დაბა ბაკურიანში.
ზღვის დონიდან 1700 მეტრზე კურორტი “ბაკურიანი”, მსოფლიოს შვიდ კურორტს შორის ერთ-ერთი მოთხოვნადი და ტურისტებისათვის საყვარელი ადგილია.
სათხილამურო ტრასებთან ახლოს,ულამაზესი ხედები წელიწადის ოთხივე სეზონზე ქმნიან დასვენების და ინსპირაციის წყაროს. აღსანიშნავია, რომ დიზაინერებმა ყველა ტიპის დამსვენებლისთვის მოსაწონ გარემოზე იზრუნეს და შექმნეს კომფორტული , მშვიდი და მყუდრო გარემო.
რაიმონდ ჯგუფის ეკომეგობრული სასტუმრო “რაიმონდ პალასი” ყველა სეზონზე მზად არის მიგიღოთ. სასტუმრო დიდველის სასრიალო ტრასებთან იმდენად ახლოს არის, რომ თხილამურებით გასვლაც კი შეგიძლიათ, რაც ხელს უწყობს თქვენს კომფორტულ დასვენებას.
ოთხსართულიან პალასი 35 ნომრისგან შედგება, რომელიც კეთილმოწყობილია სუფთა მასალისგან დამზადებული ავეჯითა და საღებავებით.
დამსვენებლებს, ასევე საშუალება აქვთ ესტუმრონ საუნას, რესტორანში მიირთვან უგემრიელესი ქართულ-ევროპული კერძები.
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად რაიმონდ რეზიდენსი უკვე იწყებს მზადებას ზამთრის სეზონისთვის და დამსვენებლებს საახალწლო პროგრამას, კულტურულ ღონისძიებებსა და სხვადასხვა ტიპის გასართობ ტურებს ჰპირდება.
სტატიის ავტორი: თინათინ ნაჭყებია