მფრინავი მანქანების შესახებ უამრავი რამ გვსმენია, თუ როგორ ცდილობს სხვადასხვა კომპანია იდეალური მოდელების შექმნას… ახლა კი დიდ ბრიტანეთში მფრინავი მანქანების მსოფლიოში პირველი აეროპორტი გაიხსნა, რომელიც მფრინავ ტაქსებს აფრენისა და ქალაქის დატვირთულ რაიონებში მოხვედრის საშუალებას მისცემს.
როგორც იცით, ინჟინრები და დიზაინერები ვერტიკალურად აფრენისა და დაშვების შემუშავებაზე მუშაობენ. ბრიტანეთში დაფუძნებული სტარტაპი Urban-Air Port Ltd (UAP) კი ცდილობს, ურბანული საჰაერო ტრანსპორტისთვის შეიმუშაოს ინფრასტრუქტურა. თავის მხრივ, ეს ფრენების მარტივად განსახორციელებლად შესაბამისი ცენტრების გახსნას ემსახურება.
UAP-მა თავისი პირველი Air One-ის აეროპორტის შემუშავება სულ რაღაც 15 თვის ვადაში შეძლო.
Air-One აშენდა კოვენტრიში, ქალაქში, რომელშიც რეაქტიული ძრავა და Jaguar-ის მარკის მანქანა გამოიგონეს. პროექტი კოვენტრის საქალაქო საბჭოსა და Urban Air-Port-ის პარტნიორობით შემუშავდა. მთელი ინიციატივის მიზანს გადაადგილების ახალ ეტაპზე აყვანა, საცობების შემცირება და ჰაერის დაბინძურებისგან დაცვა წარმოადგენს.
ინოვაციური Air One წყალბადის საწვავითაა აღჭურვილი. ამასთან, იგი სრულად ავტონომიურია და ელექტრო მანქანების მიღებაზეა ინტეგრირებული. თავის მხრივ, ეს ნულოვანი გამონაბოლქვის ურბანული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას უზრუნველყოფს. აეროპორტს ელექტრო დრონებისა და საჰაერო ტაქსების მიღება შეუძლია.
საგულისხმოა, რომ კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გეგმავს აეროპორტის გახსნას — კერძოდ, ამ დროისთვის 200-ზე მეტი ლოკაცია განიხილება. მათ შორისაა გერმანია, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა და ავსტრალია.