2022 წლის იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკვები და სასმელი პროდუქტების ექსპორტი შემცირდა, იმპორტი – გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 თვეში ქვეყნიდან, 260,887 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში – 268,589 მლნ აშშ დოლარის.
რაც შეეხება იმპორტს, 87.5 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, საქართველოში 387,166 მლნ აშშ დოლარის საკვები და სასმელი პროდუქტები შემოვიდა, წინა წლის 4 თვეში კი – 299,666 მლნ აშშ დოლარის.
„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ იმ საკვები და სასმელი პროდუქტების ათეულს, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა და გაყიდა საქართველომ.
2022 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტიებული ტოპ-10 პროდუქტი:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 60,392 მლნ აშშ დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები – 38,358 მლნ აშშ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 29,016 მლნ აშშ დოლარი
- თხილი და სხვა კაკალი – 28,075 მლნ აშშ დოლარი
- წყლები, მინერალური და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 16,513 მლნ აშშ დოლარი
- ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი – 7,839 მლნ აშშ დოლარი
- ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები, თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების – 6,732 მლნ აშშ დოლარი
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი – 6,126 მლნ აშშ დოლარი
- ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი – 4,869 მლნ აშშ დოლარი
- ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული – 4,726 მლნ აშშ დოლარი
2022 წლის 4 თვეში იმპორტირებული ტოპ-10 პროდუქტი:
- ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული – 24,323 მლნ აშშ დოლარი
- მარგარინი – 24,059 მლნ აშშ დოლარი
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები -17,946 მლნ აშშ დოლარი
- შაქარი – 17,156 მლნ აშშ დოლარი
- ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის – 16,383 მლნ აშშ დოლარი
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული – 16,285 მლნ აშშ დოლარი
- ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული – 13,950 მლნ აშშ დოლარი
- ხორბალი და მესლინი – 13,547 მლნ აშშ დოლარი
- ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები- 10,745 მლნ აშშ დოლარი
- ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი – 10,369 მლნ აშშ დოლარი