საინტერესო სიახლეებიდღის სიახლეებიეკონომიკაზოგადი განათლებამთავარი ამბებისიახლეები

რატომ არ იყენებენ სოციალურ მედიას საქართველოში მოქმედი საწარმოები

0
გაზიარება

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედ საწარმოებს ინტერნეტთან წვდომა აქვთ, თუმცა სოციალურ მედიას ნაკლებად იყენებენ. კერძოდ, რიცხვები აჩვენებს, რომ ინტერნეტთან წვდომა საწარმოთა 84%-ს აქვს. თუმცა კომპანიების 63% სოციალურ მედია პლატფორმებს არ იყენებს ან იყენებს მხოლოდ ფასიანი რეკლამებისთვის. ქართული ბიზნესი არც ინოვაციებით გამოირჩევა, რადგან საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს საწარმოთა მხოლოდ 6%-მა შემოიტანა ბაზარზე ახალი ან გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც ამ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, 5.4% იყო.

საერთაშორისო ფინტექ კომპანია „ტვინოს“ აზიის რეგიონურმა მენეჯერმა, ქეთი მეფარიშვილმა “საქმის კურსში” აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად ორგანიზაციების მხრიდან მონაცემების დამუშავების კულტურის არ ქონა დაასახელა.

“პანდემიამ საწარმოებს დიგიტალიზაციის დონის ზრდისკენ უბიძგა. თუმცა, როცა შეზღუდვები შემსუბუქდა, საწარმოები ისევ უკან გადმოერთნენ [უარი თქვეს ციფრულ ტექნოლოგიებზე]. საწარმოების მხრიდან მოლოდინი იყო, რომ ეს დროებითი მოვლენა იქნებოდა და რა არხებსაც არიან შეჩვეული იმ მიმართულებით გააგრძელეს მუშაობა”, – განმარტა ქეთი მეფარიშვილმა.

მისივე თქმით, 2025 წლისთვის ნავარაუდევია, რომ ელექტრონული ვაჭრობა 2 მლრდ ლარს მიაღწევს. “სმარტფონი საქართველოში მოსახლეობის 85%-ს გააჩნია – აქ საუბარია 6 წლის ასაკიდან ზევით მოსახლეობაზე. ეს უზარმაზარი შესაძლებლობაა [განვითარებისთვის] და სეგმენტი მზარდია.

სოციალურ მედიას იმიტომ არ იყენებენ, რომ მონაცემებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებების მიღების კულტურა არ არის. ანუ ჩვენ თუ მივმართავთ, რომელიმე ციფრულ ხელსაწყოს რომლიდანაც კონკრეტული ამონაგების მიღება გვინდა, მისი ანალიტიკის წარმოება არ ხდება. ვფიქრობ, ბიზნესს ეფექტიანობის დათვლა უჭირს და სწორედ აქ არის ძირეული პრობლემა. ორგანიზაციებს იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემების დამუშავების კულტურა არ გააჩნიათ, ასეთი ტიპის სარგებელს ვერ ხედავენ”, – განაცხადა ქეთი მეფარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!