მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომისა, გაყიდვების მზარდი ტენდენცია გრძელდება. როგორც “რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალიზაცია 20%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება მიზეზებს, რეზო მაღალაშვილის განმარტებით, სავარაუდოდ, ეს ტურისტების ნაკადს უკავშირდება.
„გაყიდვების მზარდი ტენდენცია გრძელდება. ისევ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ამ მიმართულებით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ცოტა განსხვავებული ვითარება იყო, მაგრამ წინა წელთან შედარებით, რეალიზაცია 20%-ით არის გაზარდილი.
რაც შეეხება მიზეზებს, მე ვფიქრობ, გაყიდვებს ტურიზმიც დაეხმარა, რომელიც გამოცოცხლდა და მათი რაოდენობა მზარდია“- განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.