Heathrow-ს აეროპორტში 30-მდე რეისი ტექნიკური პრობლემების გამო გაუქმდა. ინფორმაციას BBC აქვეყნებს.
აღნიშნული რეისების შესრულების შემთხვევაში თვითმფრინავებს 5 000-მდე მგზავრი უნდა გადაეყვანა. რეისების გაუქმებამ გავლენა ბარგზე მოახდინა, რადგან ბარგის დაბრუნების სისტემას პრობლემა შეექმნა.
აეროპორტმა ავიაკომპანიებს სთხოვა ორშაბათს მეორე და მესამე ტერმინალზე ფრენების 10% შეემცირებინა. ამასთან, კომპანია EasyJet-მა გამოაცხადა, რომ ივლისიდან სექტემბრამდე დაგეგმილი 160,000 ფრენის 7%-ის შემცირებას გეგმავს.