დღის სიახლეებისიახლეები

რეგიონში პირველ,მეორე და მესამე პოზიციებს ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტები ინაწილებენ

0
გაზიარება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გლობალური რეიტინგი, უნივერსიტეტთა რანჟირების საერთაშორისო ქსელმა შეადგინა, რომელიც უნივერსიტეტები გავლენის, ღია წვდომისა და წარმატების მაჩვენებლებით არის შეფასებული. კვლევაში საქართველოდან 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობდა. რეიტინგში ქართული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, რეგიონში კარგი შედეგების მიუხედავად, მსოფლიოს მასშტაბით წამყვან პოზიციებს ვერ იკავებენ.

სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტების რანჟირებული სიის მიხედვით, რეგიონში პირველ, მეორე და მესამე პოზიციებს ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტები ინაწილებენ. აღმოჩნდა, რომ რეგიონში საუკეთესო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია. მას მოსდევს რეგიონში მეორე ადგილოსანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რეგიონში საუკეთესო უნივერსიტეტების სამეულს კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავსებს. აზერბაიჯანსა და სომხეთში მდებარე უნივერსიტეტების შემდგომ, რეიტინგში მეშვიდე პოზიცია აქვს – საქართველოს უნივერსიტეტს.

რაც შეეხება მსოფლიო რეიტინგს, Webometrics-ის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიო საუკეთესო სასწავლებლების რეიტინგში შედარებით კარგი შედეგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს. საქართველოში ყველაზე დიდ და საუკეთესო უნივერსიტეტად მიჩნეული სახელმწიფო სასწავლებელი თსუ, მსოფლიო რეიტინგში 1467-ე ადგილზეა. 35 038 უნივერსიტეტს შორის 1745-ე ადგილზეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. რეგიონის თითქმის საუკეთესო, მეორე ადგილოსანი ილიაუნი მსოფლიოში მხოლოდ 1912-ეა.

ქართულ კერძო სასწავლებლებს შორის მსოფლიო რეიტინგში საუკეთესო შედეგი საქართველოს უნივერსიტეტმა აჩვენა. უნივერსიტეტის საუკეთესო შედეგად 3980-ე ადგილი განისაზღვრა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მსოფლიოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის 4618-ე ადგილზეა. რაც შეეხება საქართველოში ლიდერ სამედიცინო უნივერსიტეტს, ის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის 5 229-ე ადგილს იკავებს. Webometrics-ის მიხედვით, ქართულ უნივერსიტეტებს შორის, ყველაზე ცუდი შედეგი წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტმა აჩვენა. კერძოდ, თამარ მეფის უნივერსიტეტი 35 038 სასწავლებელს შორის 30 735-ე ადგილზეა.

საქართველოს უნივერსიტეტებს შორის რეიტინგის ლიდერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სიაში უსწრებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნების, თურქეთისა და რუსეთის რამდენიმე უნივერსიტეტი. მაგალითად, თურქეთში მდებარე საქარას, სეჩენოვის სახელობის მოსკოვის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რუსეთის ეკონომიკის უნივერსიტეტი. რაც შეეხება, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ამ ორ ქვეყანას უნივერსიტეტების რეიტინგში ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!