საინტერესო სიახლეებისიახლეები

რიში სუნაკი – დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი

0
გაზიარება

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი რიში სუნაკი გახდება. 42 წლის სუნაკი პირველი ფერადკანიანია, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერი გახდება. ის ასევე, ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი იქნება, რომელიც ქვეყანას ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უხელმძღვანელებს.ადრეული წლები, პროფესიული განათლება და ოჯახი

სუნაკი ემიგრანტთა ოჯახიდანაა. მისი ბებია და ბაბუა ინდოეთიდან, პუნჯაბიდან გადასახლდნენ აღმოსავლეთ აფრიკაში. აქ მისმა დედამ და მამამ, რომლებიც ტანზანიიდან და კენიიდან არიან, ერთმანეთი გაიცნეს და დაქორწინების შემდეგ სამხრეთ ინგლისში, საუთჰემპტონში გადავიდნენ საცხოვრებლად. მამა ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის მთავარი პრაქტიკანტი გახდა, დედამ კი პატარა აფთიაქი გახსნა, სადაც სუნაკს, 3 შვილს შორის ყველაზე უფროსს, მუშაობა ხშირად უწევდა. მოგვიანებით, თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, სუნაკი პარალელებს ხშირად ავლებდა მის მიერ საოჯახო ბიზნესში მიღებულ გამოცდილებაზე, ღირებულებებსა და კონსერვატიული პარტიის ხატის, მარგარეტ ტეტჩერის ღირებულებებს შორის, რომელიც სურსათის გამყიდველის შვილი იყო.

მშობლების მიერ გაღებულმა მსხვერპლმა შესაძლებელი გახადა სუნაკს განათლება ექსკლუზიურ კერძო სკოლაში, ვინჩესტერის კოლეჯში მიეღო. აქ ყოფილი ფინანსთა მინისტრი სკოლის გაზეთის რედაქტორი გახდა, შემდეგ კი სწავლა ოქსფორდში, ლინკოლნის კოლეჯში განაგრძო პოლიტიკის, ფილოსოფიისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე. ოქსფორდში ის სავაჭრო და საინვესტიციო საზოგადოების პრეზიდენტი იყო და გაიარა სტაჟირება კონსერვატიული პარტიის შტაბ-ბინაშიც.ოქსფორდი რიში სუნაკმა 2001 წელს დატოვა და მომავალი 3 წელი საინვესტიციო ბანკის, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსად იმუშავა, შემდეგ კი ბიზნესის ადმინისტრირების სწავლა განაგრძო სტენფორდის უნივერსიტეტში, სადაც გაიცნო მისი მეუღლე, აკშატა მურთი, ინდოელი მილიარდერის და ტექნოლოგიური გიგანტის, Infosys-ის თანადამფუძნებლის, ნარაიანა მურთის შვილი. სუნაკი ბრიტანეთში 2006 წელს დაბრუნდა და ორ ჰეჯ-ფონდში იმუშავა. 2009 წელს კი დაქორწინდა მურთიზე, რომელთანაც ორი გოგონა ჰყავს.

პოლიტიკური კარიერა

კონსერვატიულ პარტიაში მუშაობა სუნაკმა 2010 წელს დაიწყო, 2014-ში ის რიჩმონდის წარმომადგენლად აირჩიეს თემთა პალატაში, 2015-ში კი სრული უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.რიში სუნაკი სკეპტიკურად იყო განწყობილი ევროზონის მიმართ და „ბრექსიტის“ ბანაკს წარმოადგენდა, მან 2017 და 2019 წლებში სამჯერ მისცა ხმა მაშინდელი პრემიერის, ტერეზა მეის ევროკავშირის დატოვების გეგმებს.2018-ში მან მინისტრის პირველი პოსტი დაიკავა და გახდა სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე საბინაო, სათემო და ადგილობრივი თვითმმართველობის სამინისტროში. სუნაკი აქტიური მხარდამჭერი გახდა ბორის ჯონსონისა, რომელმაც, პრემიერად არჩევის შემდეგ ის დააწინაურა და 2019 წელს ხაზინის მთავარ მდივნად დანიშნა.თუმცა, ბოლო წლებში, მის რეპუტაციაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა, მათგან ერთ-ერთი გამორჩეული კი იყო 2020-ში, კორონავირუსის ლოკდაუნების დროს ბორის ჯონსონის მიერ გამართულ წვეულებაზე ყოფნა, რის გამოც ის დაჯარიმდა კიდეც.თუმცა ამ ინციდენტის შედეგები მისთვის ბევრად უფრო ნაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა, ვიდრე ჯონსონისთვის, რომელსაც თანამდებობის დატოვება მოუწია და ამას სუნაკიც ემხრობოდა. ეს ბევრმა ღალატად აღიქვა, თუმცა სუნაკმა სწრაფადვე გამოთქვა ინტერესი ჯონსონის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით და რამდენიმე დღის წინ გადამდგარი პრემიერის, ლიზ ტრასის მთავარი მოწინააღმდეგეც იყო, თუმცა მაშინ არჩევნებში გამარჯვება ვერ შეძლო.

პრემიერის ქონება

რიში სუნაკის კარიერის ანალიზისას ბევრს პირველად თვალში სწორედ მისი ქონება ხვდება. Sunday Times-ის თანახმად, 2022 წლისთვის სუნაკისა და მისი ცოლის ქონება 877 მილიონ დოლარს აღწევს და დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის არიან. ის პირველი წამყვანი ბრიტანელი პოლიტიკოსი იქნება, რომელიც ამ სიაში მოხვდა 1989 წლის შემდეგ. მათი შემოსავლის მთავარ წყაროდ ტექნოლოგიური და ჰეჯ-ფონდები სახელდება. გარდა ამისა, აკშატა მურთი 0.91%-იან წილს ფლობს Infosys-ში და სხვა წყაროების თანახმად, მისი ქონება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. კიდევ ერთი გამოცემა, „გარდიანი“ კი წერს, რომ სუნაკი ქვეყნის მასშტაბით 15 მილიონი დოლარის უძრავ ქონებას ფლობს. Infosys-ი აქტიურად მოღვაწეობდა რუსეთშიც. თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კომპანია „ინტერესთა კონფლიქტის“ გამო იძულებული გახდა რუსული ბაზარი დაეტოვებინა. როგორც აპრილში NDTV წერდა, „ინტერესთა კონფლიქტი“ მდგომარეობდა იმაში, რომ ბრიტანეთის ხაზინის ხელმძღვანელი სუნაკი, რომლის მეუღლეც Infosys-ის მილიარდი დოლარის აქციებს ფლობს, შემოსავალს ლონდონის მიერ სანქცირებული რუსეთიდან იღებდა. Ifosys პროგრამულ კოდებს შეიმუშავებს და IT სერვისების ექსპორტს ეწევა. მის კლიენტებს შორის არის SAP, Microsoft და Oracle. ბანგალორში, Infosys-ის კამპუსს 2004 წლის დეკემბერში პუტინიც სტუმრობდა. დღეს უკვე პრემიერმინსიტრ სუნაკს ბრიტანეთის ხაზინის ხელმძღვანელად მუშაობის დროს რუსეთის ბაზარზე შემოსავლის მიღების გამო აკრიტიკებდნენ, რაც მისი მეუღლის კომპანიის საქმიანობას უკავშირდებოდა.  ბრიტანეთის ახალი პრემიერის სიმდიდრე ბევრს ეჭვს უჩენს, რომ ის შორსაა დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის საჭიროებებისგან და კარგად არ იცნობს მათ.

სუნაკს რთულ მდგომარეობაში მყოფი ბრიტანეთის ეკონომიკის ჩაბარება მოუწევს, ქვეყანაში ინფლაცია 40-წლიან მაქსიმუმზე, 10.1%-ზეა. ლიზ ტრასის გეგმებმა არ გაამართლა, სუნაკი კი უფრო პასუხისმგებლობიან პოლიტიკას ჰპირდება მოსახლეობას, თუმცა როგორ აპირებს ქვეყნის დახსნას, ამის დეტალებზე საჯაროდ ბევრი არ უსაუბრია.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!