წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით “ბიზნეს სამიტი 2023” გაიმართება, რომელსაც 400 დელეგატი დაესწრება. სამიტი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით.
15 ოქტომბერს “ბიზნეს სამიტი 2023” გიორგი კერნერს უმასპინძლებს თემით : “როგორ აგვარებს ქართული სტარტაპი ინდოეთის $500 მილიარდიან საკრედიტო დეფიციტს”
კერნელის მოგზაურობა ინდოეთში კი არ დაწყებულა, არამედ საქართველოში! დაარსებისას, კერნელის მისია მცირე ბიზნესის ფინანსური პროცესების გამარტივება იყო, განსაკუთრებით ინვოისირებისა და გადახდების სფეროებში. ისინი მალევე საქართველოდან ფილიპინებში გაფართვდნენ და 500 სტარტაპის აქსელერატორში მონაწილეობისას ინდოეთის ბაზარიც აღმოაჩინეს. აქ მათ ისეთი დიდი შესაძლებლობა დახვდათ, რომ გადაწყვიტეს მთიანად ინდოეთის ბაზარზე კონცენტრირებულიყვნენ.
ისინი ამ ახალ ბაზარზე SaaS ბიზნეს მოდელი შევიდნენ, თუმცა ნელ-ნელა სრულიად ახალი – $500 მილიარდიანი საკრედიტო დეფიციტი აღმოაჩინეს ბაზარზე. სწორედ ამ აღმოჩენის შედეგად კერნელის მისია შეიცვალა. ისინი ახლა მიისწრაფვიან გახდნენ ხიდი მცირე ბიზნესებსა და ფინანსურ ორგანიზაციებს შორის. არსებული აპლიკაციის მეშვეობით მათ ხელი მიუწვდებათ ბიზნესების ისეთ ფინანსურ მონაცემებზე, რომელთა მეშვეობითაც მარტივად შეძლებენ ისეთი მეწარმეების დაკრედიტებას, რომლებსაც აქამდე ფინანსური ორგანოები ვერ აკრედიტებდნენ, არასაკმარისი ფინანსური მონაცემების გამო. კერნელი ბიზნესების მონაცემებს საკრედიტო შესაძლებლობებად აქცევს.