Circuit Garden კელი ჰიტონის პროექტია, რომელიც ბუნებასა და ელექტრონულ კულტურას აერთიანებს. თქვენ აქ ჩიტების ჭიკჭიკს მოისმენთ, რაც სტრესის შემსუბუქებაშიც კი დაგეხმარებათ. ამასთან ერთად, ბაღში ისეთი ფორმებიც შეგხვდებათ, რომელიც ცხოველის ქცევებსა თუ ბგერებს გადმოსცემს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ თქვენ აქ არ მოისმენთ ბუნებიდან აღებულ რეალურ ხმებს, რადგან ყველაფერი ელექტრონულად არის შექმნილი. დიახ, ეს ტექნოლოგიისა და ადამიანის ინტელექტის შერწყმაც გამოდის…
ბაღში განთავსებული სინთეზატორები კი ელექტრონული მუსიკის დაკვრის საშუალებას მოგცემთ, იგი ფრინველებისა და სხვა მწერების ხმებს თითქმის ისე წარმოქმნის, როგორც ეს ბუნებაში ხდება.
„პროექტი განსაკუთრებულ პატივს სცემს ელექტრულ რხევას, რაც სიცოცხლის ფორმების შექმნისას ჩემი საყვარელი მეთოდია“, — ამბობს კელი ჰიტონი, დიზაინერი.
Circuit Garden-ს კი ახალ კრეატიული ელექტრონიკის კატეგორიას მიაკუთვნებენ და ფიქრობენ, რომ იგი მომავალში მეტად განვითარდება.