„რომპეტროლ საქართველომ“, ქსელის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ავტოგასამართი სადგურების მუშაობის ოპტიმიზაცია დაიწყო. პროცესი, გრძელვადიანი პერსპექტივით, ქვეყნის მასშტაბით, ბენზინგასამართი სადგურების ქსელის გაფართოებასა და განვითარებას, რიგი სადგურების დახურვასა და ახალი ბენზინგასამართი სადგურების გახსნას გულისხმობს.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სიახლის მიზანი თითოეული მომხმარებლის კმაყოფილების მაქსიმალური ზრდა და მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესებაა. მათივე განცხადებით, ახალი სადგურების ადგილმდებარეობა გზის დატვირთულობისა და მოთხოვნის შესაბამისად შეირჩევა. ობიექტების გარკვეული რაოდენობა კი, ქსელის საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, დაიხურება, თუმცა, ეს არ აისახება მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეუფერხებლად მიწოდების პროცესზე.
„მივმართავთ თხოვნით ყველა ჩვენს მომხმარებელს, დახურული სადგურების ნაცვლად, ისარგებლონ ახლომდებარე ობიექტებით, ახალი სადგურების გახსნასთან დაკავშირებით კი ინფორმაციას მათ ეტაპობრივად მივაწვდით. დამატებითი ინფორმაციისთვის, ვთხოვთ, ეწვიონ ჩვენს ვებგვერდს, ან დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის ნომერზე (+995 32) 2 24 04 44.
ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და ძვირფასია თითოეული მომხმარებლის ერთგულება. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ, კომპანიის მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ და გავზარდოთ მათი კმაყოფილება“, – აცხადებენ კომპანიაში.
„რომპეტროლ საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზე მე-16 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის – ევრო 5 სტანდარტის საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს და წარმოადგენს შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მოთამაშეს.