მიმდინარე წლის შემოდგომაზე ქალაქ რუსთავში „რუსთავი მოლში“ ბავშვთა გასართობი ცენტრი გაიხსნება.
როგორც bm.ge-ის „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „მპ დეველოპმენტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ბავშვთა გასართობი ცენტრის მოწყობისთვის ჯამური ინვესტიცია 900 000 ლარამდეა.
აღსანიშნია, რომ „რუსთავი მოლი“ ექვსი თვის წინ „ვისოლ ჯგუფის“ ინვესტიციით აშენდა და როგორც კომპანიაში ამბობენ, სავაჭრო ობიექტის გახსნიდან ნახევარ წელიწადში კომერციული ფართის 98% უკვე ათვისებულია.
ამ ეტაპზე „რუსთავი მოლში“ გახსნილ მაღაზიებსა და კვების ობიექტებში 3 500-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა რუსთავის მცხოვრებლები არიან.
რუსთავში სავაჭრო ცენტრი კომპანია „ვისოლ ჯგუფმა“ გასული წლის დეკემბერში გახსნა და პირველ ეტაპზე ინვესტიციამ 30 მილიონ ლარს გადააჭაარბა. „რუსთავი მოლში“ რამდენიმე ცნობილი ბრენდია წარმოდგენილი, მათ შორისაა „ვისოლ ჯგუფის“ პარტნიორი კომპანია „კარფური“.