RSS კატეგორიადღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

რუსთავში ახალი სავაჭრო ცენტრი და მასთან მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება

0
გაზიარება

ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციით, დეველოპერული კომპანია ნიუ მოლი, რუსთავში ახალ სავაჭრო ცენტრსა და მასთან მდებარე საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.

მშენებლობა 9,100 კვ. მ. მიწის ფართობზე, 3 სართულზე განლაგებულ სავაჭრო ცენტრსა და 11 სართულიან ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსს გააერთიანებს. მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2023 წლის დეკემბერში დასრულდება.სავაჭრო ცენტრში სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმლის და პარფიუმერიის მაღაზიები, კვების ობიექტები, გასართობი და ფინანსური მომსახურების სივრცეები განთავსდება. პროექტში ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 16 მლნ ლარს შეადგენს, რაც სრულად მოხმარდება კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს.

„ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ქართული ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ასევე ხელს უწყობს რეგიონებში სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. გვეამაყება, რომ ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება.“ – ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!