5 ოქტომბრიდან რუსეთიდან საექსპორტო ხორბალზე საბაჟო მოსაკრებელი კიდევ 14,4%-ით მცირდება ერთ ტონაზე 2 119 (დაახლოებით 36 დოლარი) რუბლამდე, დღეს მოქმედი 2 476 რუბლთან შედარებით (დაახლოებით 42 დოლარი).
ქერზე საექსპორტო გადასახადი შემცირდება 2 152 რუბლიდან (დაახლოებით 37 დოლარი) 1 849 რუბლამდე (დაახლოებით 32 დოლარი), ხოლო სიმინდზე 3 659 რუბლიდან (დაახლოებით 63 დოლარი) 3 295 რუბლამდე (დაახლოებით 56 დოლარი) ტონაზე.ახალი გადასახდელები იმოქმედებს 11 ოქტომბრის ჩათვლით.
გადასახდელის გამოთვლა მოხდა ინდიკაციური ფასების მიხედვით: 308,1 დოლარი ტონა ხორბალზე, 282,3 დოლარი ტონა ქერზე და 317,6 დოლარი ტონა სიმინდზე.