დღის სიახლეებისიახლეები

„საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

0
გაზიარება

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ ოცდამეერთედ გამოცხადდა. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე,რისთვისაც საჭიროა ელექტრონული განაცხადის შევსება ვებგვერდზე saba.com.ge. განაცხადების მიღება 25 თებერვლამდე გაგრძელდება.

„საბას“ ჟიურის წევრების მიერ მოხდება წიგნების განხილვას და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებენ.

2023 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს:

  1. საუკეთესო რომანი
  2. საუკეთესო პოეტური კრებული
  3. საუკეთესო პროზაული კრებული
  4. საუკეთესო პიესა
  5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  9. ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

მარტში საკონკურსო წიგნების გრძელი სია გამოქვეყნდება და მთელი კონკურსის მსვლელობის პარალელურად, ამ წიგნების ელექტრონული ვერსიებიც განთავსდება SABA Reader-ში და მკითხველებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მათ.

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ 4500-ზე მეტი წიგნი განიხილა, 196 პრემია გასცა და 150-ზე მეტი ავტორი დააჯილდოვა (მათგან არაერთი ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ). ჟიურიში კი 90-მდე მწერალმა და ლიტერატორმა იმუშავა.

„საბა“ 2023“-ის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, ხოლო შემოდგომაზე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!