სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 3.2%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7% შეადგინა.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა, ძირითადად, დაფიქსირდა კერძო სახლების სეგმენტში (8.8 პროცენტი). 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 10.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 10.0 პროცენტით.