მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, კარტოფილის ექსპორტის მოცულობა გაიზარდა, მიღებული შემოსავალი კი შემცირდა. რაც შეეხება იმპორტს, მოცულობა განახევრდა, თუმცა გადახდილი თანხა აჭარბებს, შარშანდელ ღირებულებას.
უფრო დეტალურად, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 5 თვეში (იანვარ-მაისი) ქვეყანამ ექსპორტზე 20,047 ტონა (4,698 მლნ აშშ დოლარი) კარტოფილი გაიტანა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში – 15,091 ტონა (5,163 მლნ აშშ დოლარი). როგორც მონაცემებიდან ჩანს, პროდუქტი ღირებულება მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია.
რაც შეეხება იმპორტს, 2022 წლის 5 თვეში საქართველომ 3,109 ტონა (1,881 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 6,524 ტონა (1,425 მლნ აშშ დოლარი). სტატისტიკის თანახმად, განახევრებული იმპორტი, საქართველოს უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე 2021 წლის 5 თვეში.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდით და ვყიდულობთ კარტოფილს.
ქვეყნები, სადაც 2022 წლის იანვარ-მაისში, საქართველომ პროდუქტი შეიძინა:
გერმანია – 1 159 ტონა (1,047 მლნ აშშ დოლარი)
თურქეთი – 1 005 ტონა (217.5 ათასი აშშ დოლარი)
აზერბაიჯანი – 439.7 ტონა (246.6 ათასი აშშ დოლარი)
ნიდერლანდები – 371.5 ტონა (308.1 ათასი აშშ დოლარი)
საფრანგეთი – 62.5 ტონა (42.3 ათასი აშშ დოლარი)
ეგვიპტე – 24 ტონა (6.6 ათასი აშშ დოლარი)
პაკისტანი – 23.5 ტონა (5.4 ათასი აშშ დოლარი)
ირანი – 22.5 ტონა (6.7 ათასი აშშ დოლარი)
სომხეთი – 0.6 ტონა (450 აშშ დოლარი)
ქვეყნები, სადაც 2022 წლის იანვარ-მაისში, საქართველომ კარტოფილი ექსპორტზე გაიტანა:
აზერბაიჯანი – 1 140 ტონა (1,389 მლნ აშშ დოლარი)
რუსეთი – 7 090 ტონა (2,902 მლნ აშშ დოლარი)
სომხეთი – 1 154 ტონა (357.5 ათასი აშშ დოლარი)
მოლდოვა – 185.4 ტონა (18.5 ათასი აშშ დოლარი)
უკრაინა – 170.9 ტონა (17.3 ათასი აშშ დოლარი)
ესტონეთი – 44.18 ტონა (13.2 ათასი აშშ დოლარი)