„ევროპულსი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით 2032 წლისთვის საფრანგეთი მილიარდ ხეს დარგავს, რაც ქვეყნის მთლიანი ტყის ფართობის 10%-ია.
მთავრობის განცხადებით, ახალი ხეები გლობალური დათბობის შედეგების შემცირებას შეუწყობს ხელს, რადგან ისინი სითბური გაზების ბუნებრივ „მშთანთქავებს“ წარმოადგენენ. ხეები ათასობით იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველის, მცენარისა და მწერის შენარჩუნებას დაეხმარება.ხეები ზაფხულში ქალაქებისთვის ბუნებრივი კონდიციონერის, ზამთარში კი ცივი ქარის ბარიერის როლს ასრულებენ, რის შედეგადაც, სპეციალისტების გათვლებით, ფრანგები შენობების გაგრილება-გათბობაზე ნაკლებ ელექტროენერგიას დახარჯავენ.
„ევროპულსი“ წერდა, რომ 2030 წლისთვის ევროპაში 3 მილიარდი ახალი ხე დაირგვება, რაც სითბური გაზების ემისიების 55%-მდე შემცირებაში დაეხმარება.ევროკავშირს 2050 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევა სურს, ანუ სითბური აირების ემისიები ისე უნდა შემცირდეს, რომ ბუნებრივი გზით მთლიანად გაიწოვოს და ატმოსფეროში აღარ დაგროვდეს.