იურისტ გიორგი ზედგენიძეს მრავალწლიანი პროფესიული კარიერა აქვს, რომელიც 1997 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლით იწყება.
2003-2005 წლებში მუშაობდა ადვოკატად, საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ჩუღურეთის განყოფილებაში. 2006 წლიდან კი ინსპექტორის პოზიციაზე გააგრძელა საქმიანობა თბილისის საგადასახადო ინსპექციის იურიდიულ საკითხთა და საჩივრების სამმართველოში. 2008 წლიდან ამავე სამსახურში გააგრძელა მუშაობა მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
ფუნქციები:
- საგადასახადო დავებში საგადასახადო ინსპეციის წარმომადგენლობა ყველა ინსტაციის სასამართლოში;
- საგადასახადო სამმართლებრივ საკითხებში წერილობითი და ზეპირი კონსულტაციები საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებისთვის;
- საგადასახადო საკითხებში გადასახადის გადამხდელების მიერ წარდგენილი განცხადებების განხილვა და წერილობითი პასუხების გაცემა
2009 წელს შემოსავლების სამსახურის სამართალწარმოების სამმართველოში გააგრძელა მუშაობა მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ასევე, მთავარი სპეციალისტი იყო ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში.
2011-2017 წლებში დავით ერისთავის იურიდიულ ჯგუფში მუშაობდა მთავარი იურისტის პოზიციაზე.
ფუნქციები:
- საგადასახადო დავებში კერძო იურიდიული და ფიზიკური პირების ინტერესების დაცვა, როგორც ფინანსთა სამინისტროს სისტემაში (შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტრო), ასევე სასამართლოში;
- საგადასახადო საკითხებში კერძო იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე ზეპირი და წერილობითი კონსულტაციების გაწევა;
2017 წლიდან დღემდე არის მთავარი იურისტი შპს „მაკ-გილის“, ხოლო 2012 წლიდან დაარსა საკუთარი კომპანია შპს „საგადასახადო ადვოკატი“.