პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 გზით, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, კერძოდ:
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად დაჯარიმდება 300 ლარით. ასევე, მკაცრდება საგზაო-სატრანსპორტო უბედური შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ გაქცევის შემთხვევაში. რომელსაც მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის – დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, ცვლილება შეეხო დრიფტების აკრძალვას: ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება ე.წ. დრიფტი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და 30 ქულის დაკლებას.