დღის სიახლეებისიახლეები

საინფორმაციო პორტალი infohub.rs.ge ამოქმედდა

0
გაზიარება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი საინფორმაციო პორტალის infohub.rs.ge პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც განთავსებულია და მუდმივად განახლებადია, როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის: საკანონმდებლო აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მეთოდური მითითებები, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვა. Infohub წარმოადგენს ერთიან მიდგომაზე დაფუძნებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბაზას, რომელიც ხელს შეუწყობს სისტემური და ერთგვაროვანი საგადასახადო პრაქტიკის არსებობას.

საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ციფრული ჰაბი Infohub.rs.ge-ს საექსპერტო მხარდაჭერა უზრუნველყოფილია  USAIDის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, ხოლო ტექნიკური უზრუნველყოფის პროცესი, ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით.
ეს არის ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიანი სისტემა, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა ტიპის მონაცემი.

ახალი პროგრამული უზრუნველყოფის  ამოქმედების შემდეგ,  ყველა მომხმარებლისთვის ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება,  ხოლო თავად ინფორმაციის მიღების პროცესი – მნიშვნელოვნად გამარტივდება.

Infohub-ზე განთავსებულია და მუდმივად განახლებადია, როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის: საკანონმდებლო აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მეთოდური მითითებები, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვა. Infohub წარმოადგენს ერთიან მიდგომაზე დაფუძნებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბაზას, რომელიც ხელს შეუწყობს სისტემური და ერთგვაროვანი საგადასახადო პრაქტიკის არსებობას.Infohub შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირს მოიძიოს, დაამუშაოს და გააზიაროს მისთვის საინტერესო ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით მომზადდა და ფინანსთა სამინისტროს  შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge განთავსდა საინფორმაციო ბროშურა და ვიდეო სახელმძღვანელო.

ერთიანი მეთოდოლოგიური ბაზის, საინფორმაციო-საძიებო პლატფორმის Infohub-ის შექმნის პროექტი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიმდინარეობდა 2021 წლიდან და მასში აქტიურად იყო ჩართული საჯარო და კერძო სექტორი.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!