2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო მოხელეთა ხელფასი ყოველწლიურად იზრდება 10%-ით.
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2026 წლამდე, ყოველწლიურად საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება.
ხუციშვილის თქმით, 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი საჯარო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი არ იყოს.ახლა ეს მაჩვენებელი 74%-ს შეადგენს და სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში, საჯარო სექტორში ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით იმისთვის გაიზრდება, რომ ეს პარამეტრები მიღწეული იქნას.
რაც შეეხება ქვეყანაში საკუთრების ფორმის მიხედვით, დასაქმებულთა სტატისტიკას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, სულ დასაქმებული იყო 1 283 700 ადამიანი, აქედან სახელმწიფო სექტორში მუშაობდა – 308 ათასი, ხოლო არასახელმწიფოში – 975 700 კაცი. შესაბამისად, ხელფასის მატება შეეხება მთლიანად დასაქმებულთა დაახლოებით 24%-ს.
საქსტატის 2023 წლის მე-3 კვარტალის მონაცემებით, სახელმწიფო სექტორში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი – 1 458 ლარს, ხოლო არასახელმწიფო სექტორში – 2 068 ლარს შეადგენს.