ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკა

საქართველო SEPA-ში გასაწევრიანებლად განაცხადს სექტემბერში შეიტანს

0
გაზიარება

საქართველო ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში გასაწევრიანებლად განაცხადს სექტემბერში შეიტანს, განხილვა კი, ნოემბერში გაიმართება.

Sepa-ში გაწევრიანებისთვის საჭირო კრიტერიუმების დროულად შესრულებისთვისთვის საქართველოს პარლამენტი კანონპროექტებს დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტების ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორები ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ბანკი.

როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პარლამენტში ინიცირებული სამივე კანონპროექტი ემსახურება იმას, რომ საქართველოს კანონმდებლობა ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოვიდეს.

„ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ გავაგზავნოთ აპლიკაცია ევროპის ერთიან საგადახდო სისტემაში გაერთიანების მოთხოვნით. აპლიკაციას სექტემბერში გავაგზავნით, კომიტეტი კი ნოემბერში განიხილავს.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, ეს ეხება სამ ძირითად მიმართულებას – პირველი, საგადასახადო სისტემების შესახებ კანონი, რაც არეგულირებს ბაზრის მოთამაშეებს შორის გადახდის წესებს, მოდერნიზაციას უკეთებს და შესაბამისობაში მოჰყავს ევროდირექტივებთან, მათ შორის შედის ღია ბანკინგის დარეგულირებაც, რაც პირველ რიგში გულისხმობს არასაბანკო ინსტიტუტების ფინტეკების ჩართვას ღია ბანკინგის სფეროში.

მეორეა ვირტუალური აქტივების სერვისპროვაიდრების, იგივე კრიპტოაქტივების შესახებ კანონპროექტი, ეს კანონპროექტი არეგულირებს ფულის გათეთრების წესებს, ვირტუალური აქტივების სერვისის განმახორციელებლებს შორის. ეს არ ეხება ვირტუალური აქტივის გამომშვებს ე.წ. მაინერებს, ასევე არ ეხება ვირტუალური აქტივების ფლობას, ეს ეხება მხოლოდ შუამავლებს, ვინც უზრუნველყოფს ვირტუალურ ბაზარზე აქტივების მიმოცვლას.

მესამე კანონპროექტი ეხება კომერციული ბანკების შესახებ კანონში ცვლილებებს, რაც დიდწილად არის უფრო დაზუსტებები და ჰარმონიზაცია ევროდირექტივასთან, აქ მატერიალური ცვლილებები არ არის. კონკრეტულად ცვლილებები არის სამი მიმართულებით – ლიცენზირების წესებში, მნიშვნელოვანი წილის შეძენის წესებში და ადმინისტრატორის კრიტერიუმებში“, – აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.

მისი თქმით, საქართველოს Sepa-სთან მიერთება ქვეყნისთვის ერთ-ერთი წინ გადდგმული ნაბიჯი იქნება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირთან, საგადახდო სფეროში, რომელიც ფინანსური სექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ევროში გადარიცხვები ევროკავშირის ქვეყნებთან , რომლებიც ინტეგრირებულები არიან Sepa-ში, მოხდება დაბალ ფასად, მყისიერად“, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!