2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 66,7 მლნ აშშ დოლარის მინერალური და მტკნარი წყალი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 92,5 მლნ აშშ დოლარის ტონა წყალი.
ეს რამდენიმე ქვეყნის ჩამონათვალია, სადაც საქართველომ წყლები ყველაზე დიდი მოცულობით გაიყიდა:
- რუსეთი – 28.5 მლნ აშშ დოლარი
- ყაზახეთი – 13.6 მლნ აშშ დოლარი
- უკრაინა – 6.9 მლნ აშშ დოლარი
- ბელარუსი 3.9 მლნ აშშ დოლარი
- ლიეტუვა – 3.4 მლნ აშშ დოლარი
აღსანიშნავია, რომ შემცირება ძირითადად რუსეთისა და უკრაინის ხარჯზეა. რუსეთში გასული წლის იანვარ – აგვისტოში 41,4 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, წელს კი, 28,5 მლნ აშშ დოლარის მტკნარი და მინერალური წყალი. რაც შეეხება უკრაინას, გასულ წელს 17,7 მლნ ლარის პროდუქტი გაიყიდა, 2022 წელს კი, 6,9 მლნ აშშ დოლარის.