დღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასიახლეებიფინანსები

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 852 926 ვიზიტორი ეწვია – 10 თვის სტატისტიკა

0
გაზიარება

მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 852 926 ვიზიტორი ეწვია. დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტების შესახებ სტატისტიკური მონაცემები BM.GE-მ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოდან გამოითხოვა.

უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში ვიზიტორების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 56%-ით მეტია, თუმცა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, ეს რიცხვები 75%-იან აღდგენაზე მეტყველებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეროვნულ პარკებს 25%-ით ნაკლები ვიზიტორი ესტუმრა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტორთა უმრავლესობას – 54%-ს (458 557) უცხო ქვეყნის მოქალაქეები წარმოადგენენ, შესაბამისად 46% ქართველების მიერ განხორციელებულ ვიზიტებზე მოდის.
გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს დაცულ ტერიტორიებზე სამოგზაურო ფასები არ შეცვლილა და მათი ღირებულება 5 ლარიდან იწყება.

„დღეისათვის ვიზიტორებს ყველა დაცული ტერიტორია მასპინძლობს. რაც შეეხება შესვლის ღირებულებას, რამდენიმე ტერიტორიაა, მათ შორის, მარტვილის კანიონი, სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, წალკის კანიონი და სხვა, სადაც შესვლა ფასიანია, ხოლო ვიზიტის ღირებულება 5 ლარიდან იწყება. საქართველოს რეზიდენტი პირები შესაბამისი ფასდაკლებით სარგებლობენ. დანარჩენ ტერიტორიაზე ვიზიტი უფასოა, თუმცა არსებობს ფასიანი სერვისები, როგორიცაა კოლხეთის ეროვნულ პარკში საწყალოსნო სერვისები, ალგეთის ეროვნულ პარკში თოკების პარკის ატრაქცია და სხვა“, – აღნიშნავენ სააგენტოში.

რაც შეეხება ვიზიტორთა შემოსავლებიდან მიღებულ შემოსავლებს, დაცული ტერიტორიების სააგენტოში ამბობენ, რომ ქვეყანაში ტურიზმით მიღებულ შემოსავალს ერთიანად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ანგარიშობს და ცალკე დათვლილი არ არის.

წყარო : Bm.ge

მსგავსი სიახლეები

ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.7 წლამდე, კაცებისთვის კი 32.1 წლამდე გაიზარდა

საქართველოში ქორწინების საშუალო ასაკი ყოველწლიურად ფაიზრდება - ამას ადასტურებს 2023 წლის დემოგრაფიული ანგარიში, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა.  დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც…

ბანანის რეექსპორტი თითქმის 1300%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის ზრდამ 85% შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, წელს 2 თვეში ქვეყნიდან 1 632 ტონა (1,416 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 117.3 (124.5 ათასი აშშ დოლარის). სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველომ 1 კგ ბანანი…

გურიაში პირველი ეროვნული პარკი იქმნება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“, რომლის მიღების შედეგად ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების…

გასულ წელს საქართველოში 22 ათასი ქორწინება და 13 ათასი განქორწინება დარეგისტრირდა

2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა -ინფორმაცია ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით საქართველოში ქორწინებების რაოდენობა 14.5%-ით…

საქართველოში One republic, Scorpions და Jungle ჩამოდიან

Starring Georgia-ს ფარგლებში, მიმდინარე წელს ქვეყანაში One republic, Scorpions, Jungle ჩამოვლენ - ინფორმაციას Black Sea Arena სოციალურ ქსელში ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება.29 მარტიდან, 10:00…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!