სექტემბერში ქვეყანის ბიუჯეტში საფასური 39,208 სატვირთო ტრაილერმა გადაიხადა. გასული წლის სექტემბერთან შედარებით ქვეყნის სატრანსპორტო გზებით 11,846 -ით მეტმა სატვირთომ ისარგებლა და ჯამში, 1 თვეში ბიუჯეტში 13.7 მლნ ლარი გადაიხდა.
რეკორდული მაჩვენებლებია 9 თვის შემოსავლებშიც. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარ- სექტემბერში გზათსარგებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა 84.8 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც წლიურად 74%-იანი ზრდაა და გასული წლის 12 თვის მონაცემს მკვეთრად აღემატება.
გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავალი:
- 2022 წლის 9 თვე – 84.8 მლნ ლარი
- 2021 წლის 8 თვე – 48.7 მლნ ლარი