საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ აგვისტოში ინფლაცია 10.9%-ს შეადგენდა, შესაბამისად, სექტემბერში ფასების ზრდა დაჩქარდა, ასევე სამომხმარებლო კალათა წინა წელთან შედარებით 11.5%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის თანახმად, ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა სურსათის ჯგუფში ფასების მატებამ. სექტემბერში კი ინფლაციამ 17.6% შეადგინა.
ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების ფასების მატება ასე ნაწილდება:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები – 32.8%, რძე, ყველი და კვერცხი – 23.3 პროცენტი%, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 22.5 პროცენტი%, ზეთი და ცხიმი – 21.2%, ყავა, ჩაი და კაკაო – 18.9%, თევზეული – 16.5%, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 15.8%, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%, ხილი და ყურძენი 9.6%;
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1%, რაც 1.69% პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 16.8% და სატრანსპორტო მომსახურებაზე – 13.7%;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.2 პროცენტიანი მატება, რაც 1.18 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე – 24.3%, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება – 12.5%, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 5.8%.