საქსტატი აქვეყნებს მონაცემებს, რომლის თანახმადაც 2012 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 113.5 ლარით გაიზარდა და ახლა უკვე 1304.5 ლარს შეადგენს.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ჩამოთვლილ დარგებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2368.1 ლარი;
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2075.3 ლარი;
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2030.9 ლარი;
აღსანიშნია, რომ კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.