ოქტომბრიდან რუსეთი ზეთის ექსპორტზე გადასახადს ანულებს. შედეგად, საქართველოში ზეთის ფასი მინიმუმ კიდევ 5%-ით შემცირდება. საბაჟო გადასახადის პირობებშიც, ბოლო პერიოდში, ზეთი ყოველკვირეულად იაფდებოდა.
როგორც ივა ჭყონიამ, იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა, რუსეთზე სასურსათო დამოკიდებულება ჩრდილოელი მეზობლის მიერ მუდმივ ეკონომიკურ ომში ყოფნაა.
საქართველოსთვის ზეთის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში, რუსეთში ამჟამად ზეთზე საბაჟო გადასახადი ტონაზე 8 621,3 რუბლს (148 დოლარს), შროტზე კი 1 578,5 რუბლს (27 დოლარს) შეადგენს. ოქტომბრიდან კი საბაჟო გადასახადი საექსპორტო ზეთზე განულდება.