2022 წლის 23 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 237 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.400 პროცენტით, მაქსიმალური 9.700 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.699 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტი შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.