ტექნოლოგიებიRSS კატეგორიასტარტაპები

“სამბრელა” – მობილური თამაშები მთელი მსოფლიოსთვის

0
გაზიარება

“სამბრელა” 2019 წელს დაფუძნებული თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სტარტაპია. სტარტაპის მთავარი მიმართულება მობილური თამაშების განვითარებაა. კომპანიას ოთხი, განსხვავებული პროფესიული გამოცდილების დამფუძნებელი ჰყავს, რომლებიც სტარტაპის სხვადასხვა მიმართულებას უძღვებიან.

ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ დიდებულიძე ხაზს უსვამს „სამბრელას“ მიერ შექმნილი თამაშების სპეციფიკას, რომელიც სტარტაპის შექმნისთანავე განისაზღვრა:

„კომპანიის დაფუძნების მომენტისათვის მსოფლიოში თამაშების ახალი ტრენდი იყო – თამაშები, რომლებსაც სმარტფონში ტვირთავ, რომლებიც არ მოითხოვს რთული გადაწყვეტილებების მიღებას და იოლი სათამაშოა, მათ ერთი თითით თამაშობ. იმ დროს, 2019 წელს, საქართველოში არ იყო ცნობილი კომპანია, რომელიც მსგავს თამაშებს შექმნიდა. ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე ნიჭიერ გეიმ-დეველოპერს და ძალიან მალე შევძელით ამ ტიპის თამაშების შექმნა. “სტარტაპერის ფარგლებში თიბისისთან თანამშრომლობა დავიწყეთ და შესაბამისი შეღავათებითაც ვისარგებლეთ – ამბობს „სამბრელას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხეილ დიდებულიძე.”

„სამბრელას“ მომდევნო თამაშების წყალობით გეოგრაფიული არეალი საგრძნობლად გაფართოვდა და სტარტაპის ახალი პროდუქცია უკვე გერმანიასა და საფრანგეთში, მოგვიანებით კი კანადაში გახდა პოპულარული. სტარტაპი იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე მისი დამფუძნებლები ვარაუდობდნენ.

May be an image of one or more people, people standing, people sitting, laptop, office and indoor

საქართველოში მობილური თამაშების განვითარებაზე მომუშავე რამდენიმე კომპანია არსებობს. მათი ნაწილი ეგრეთწოდებული „დიდი თამაშების“ განვითარებაზე მუშაობს, ნაწილი კი, „სამბრელას“ მსგავსად, მობილურ თამაშებს ქმნის. მსგავსი კომპანიების მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი და განსხვავებული დიზაინისა და ჟანრის თამაში ჰქონდეთ პორტფელში.

„სამბრელა“ დიდ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო თამაშებს, რომლებიც კომპანიაში ცალკე მიმართულებას წარმოადგენს. მომავალში ამ მიმართულების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავენ, იმის მიუხედავად, კომერციულად მომგებიანი იქნება თუ არა ეს წამოწყება. ამ შემთხვევაში, „სამბრელას“ გუნდისთვის სოციალური პასუხისმგებლობა გაცილებით მნიშვნელოვანია.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!