საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 347 269 ცალი აბონემენტი 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრამდე გაიყიდა, მიღებულმა თანხამ კი 15 474 403 ლარი შეადგინა.
თბილისის მერიის მიერ გაცრცელებული ინფორმაციით მოქალაქეებმა ყველაზე დიდი რაოდენობით (198 678) 1-თვიანი აბონემენტები შეიძინეს, რომლის ღირებულებაც 40 ლარს შეადგენს, მიღებულმა თანხამ კი 8 მილიონ ლარამდე შეადგინა. გაყიდვების რაოდენობით მეორე ადგილზეა 1-დღიანი აბონემენტი, რომლის ღირებულებაც 3 ლარია. აღნიშნულ პერიოდში მგზავრებმა 100 000-მდე აბონემენტი შეიძინეს, მიღებულმა თანხამ 299 643 შეადგინა.
ყველაზე ნაკლებად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრები 1-კვირიან, 20 ლარის ღირებულების აბონემენტს ყიდულობენ. ჯამში, 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრამდე 7000 ცალი 1-კვირიანი აბონემენტი გაიყიდა.