დღის სიახლეებისიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა – ​დევნილთა და ლტოლვილთა ხმა საქართველოში​​​

0
გაზიარება

მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბისა და ესტონეთის ლტოლვილთა საბჭოს ინიციატივით იქმნება იძულებით გადაადგილებულ პირთა და საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილთა სათემო საბჭოები.
საბჭოები განიხილავენ თემის პრობლემებს, გადაჭრის გზების მოსაძებნად აწყობენ სამუშაო შეხვედრებს, წარმოადგენენ პლატფორმას საჭიროებებისა და რეკომენდაციების გასაჟღერებლად, რათა შეიქმნას სამართლიანი, ინკლუზიური პოლიტიკა და სერვისები ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე.

რას ნიშნავს სათემო საბჭოს წევრობა?  

  • საბჭოს წევრობა არის ნებაყოფლობითი, მოხალისეობრივი და ეფუძნება ენთუზიაზმსა და მოტივაციას.
  • საბჭოს წევრობა არის შესაძლებლობა თემში არსებული პრობლემების გაჟღერებისა და თანამოაზრეებთან ერთად მათი გადაჭრის გზების დასახვისათვის.
  • საბჭოს წევრობა არის შესაძლებლობა განახორციელო დევნილთა და ლტოლვილთა საჭიროებების ადვოკატირების კამპანიები, რომლის ტექნიკურ ხარჯებსაც დაფარავს პროგრამა.
  • საბჭოს წევრები გახდებიან საკუთარი თემის წარმომადგენლები, შეხვდებიან ადამიანებს საერთო წარსულითა და გამოცდილებით.
  • შემოთავაზებული ტრენინგებისა და ერთობლივი მუშაობის შედეგად საბჭოს წევრები განივითარებენ კომპეტენციებსა და დაამყარებენ ახალ ურთიერთობებს.

ვის შეუძლია გახდეს სათემო საბჭოს წევრი?  

  • საბჭოს წევრი უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის.
  • იძულებით გადაადგილებული პირი (დევნილი, აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, სამაჩაბლოდან, და ახალგორიდან) ან საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილი (არ არის სავალდებულო ლტოლვილის ოფიციალური სტატუსის ქონა).
  • იძულებით გადაადგილებულ პირს უნდა ჰყავდეს მინიმუმ 3 რეკომენდატორი. (მოთხოვნა რეკომენდატორის შესახებ ვრცელდება მხოლოდ დევნილთა საბჭოს შემთხვევაში).
  • ჰქონდეს მოტივაცია და მზაობა, საკუთარი დრო დაუთმოს საბჭოს წარმატებით ფუნქციონირებას.

სათემო საბჭოს წევრები პროგრამის ფარგლებში

  • ისაუბრებენ პრობლემებსა და გამოწვევებზე საკუთარი თემის სახელით და დასახავენ მათი გადაჭრის გზებს;
  • დაესწრებიან უნარებისა და კომპეტენციების განვითარების ტრენინგებს; (პროგრამა დაფარავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, კვების და ცხოვრების ხარჯებს ტრენინგების განმავლობაში);
  • ჩაერთვებიან საბჭოს ყოველთვიურ გეგმურ შეხვედრებში (შეხვედრები ჩატარდება ჰიბრუდულ ფორმატში, რაც უზრუნველყოფს მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. პროგრამა დაფარავს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კვების ხარჯებს);
  • შესაძლებლობებისა და მზაობის შესაბამისად  განახორციელებენ დევნილთა-ლტოლვილთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ ინიციატივებს.

შერჩევის პროცესი 
საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი მოიცავს სამ ეტაპს:

  • აპლიკაციების მიღება;
  • სატელეფონო გასაუბრება;
  • კომისიის მიერ წევრების შერჩევა და საბჭოს დაკომპლექტება;

აპლიკაციების გამგზავნა შესაძლებელია 2023 წლის, 20 ივნისის ჩათვლით, როგორც ბეჭდური, ასევე, ონლაინ ფორმით.  

საბჭოს წარმომადგენლობითობის უზრუნველსაყოფად შერჩევის პროცესში მოტივაციასთან ერთად, გათვალისწინებული იქნება აპლიკანტების ასაკი, სქესი, გეოგრაფიული მახასიათებლები.

  • თითოეული სათემო საბჭო შედგება 25 წევრისგან..
  • საბჭოს ყოველთვიური შეხვედრები ჩატარდება თვეში ერთხელ, ყოველი თვის მესამე ან მეოთხე შაბათ დღეს.
  • საბჭოს რეგულარული შეხვედრები დაგეგმილია 2023 წლის, 31 დეკემბრამდე.


საკონტაქტო ინფორმაცია : [email protected]
+995 598 724 181  (ქართველ დევნილთა საბჭო)
+995 598 316 299 (უკრაინელ ლტოლვილთა საბჭო)

სარეგისტრაციო ბმული : ბმული.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!