Samsung Electronics Co. Ltd-მა მსოფლიოს უახლესი Galaxy S23 Ultra, Galaxy S23+ და Galaxy S23 წარუდგინა, რაც Galaxy სმარტფონების პრემიუმ გამოცდილების ახალი და კიდევ უფრო საინტერესო ეპოქის დასაწყისია.
Galaxy-ის ახალი მოდელების ეპიკური კამერა, კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს მომხმარებლებს აღმოაჩინონ და გამოავლინონ კრეატიულობა, გამოიყენონ ტრანსფორმაციული ხელოვნური ინტელექტი (AI) რეალური, კინემატოგრაფიული ღამის ვიდეოების (Nightography) გადასაღებად. Galaxy S23 Ultra პროფესიონალ თუ მოყვარულ მობილურ ფოტოგრაფს, ფენომენალაური კონტენტის გადაღებას ჰპირდება. მისი კამერის მოდული მორგებულია თითქმის ნებისმიერი განათების პირობებს და წარმოუდგენელ დეტალიზაციას გვთავაზობს. პირველად Galaxy სმარტფონებში, Galaxy S23 Ultra-ში ახალ, 200MP კამერას შევხვდებით, რომელიც ადაპტირებადი პიქსელების ტექნოლოგიას იყენებს.
Galaxy S23 სერიის სმარტფონებში ყველა ახალი ინოვაცია თავმოყრილია მათ გასაოცარ დიზაინში, ხოლო მათი რეციკლირებული მასალებით წარმოება, კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის სწრაფვას eco-მდგრადობისაკენ.
თამაშებისა და კონტენტის შექმნის მოყვარულებისათვის უმნიშნელოვანესია ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც არღვევენ საზღვრებს და აჭარბებენ მოლოდინს. „Snapdragon® 8 Gen 2 მობილური პლატფორმა Galaxy-ისათვის“ მსოფლიოს უსწრაფესი მობილური გრაფიკისა და ინოვაციური AI დახმარებით, თამაშის შთამბეჭდავ გამოცდილებას გვთავაზობს. Galaxy S23 Ultra-ს 5,000 mAh-იანი ელემენტი 20%-ით მეტ ხანს ძლებს. Galaxy S23 Ultra-ში ვხვდებით ჩაშენებულ სენსორულ კალამს S-Pen, რომელსაც Galaxy-ის ერთგული მომხმარებლები კარგად იცნობენ და უყვართ, რადგან იგი იძლევა ამოუწურავ შესაძლებლობას იყვნენ მეტად პროდუქტიულები და კრეატიულები.
„ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგია იზომება არა მხოლოდ იმით, თუ რის საშუალებას აძლევს იგი დღეს ადამიანებს, არამედ იმითაც, თუ როგორ უწყობს ხელს იგი უკეთეს მომავალს“ – განაცხადა TM Roh-მ, Samsung Electronics-ის Mobile eXperience Business-ის პრეზიდენტმა. “Galaxy S23 სერია არის ახალი სტანდარტების მატარებელი სანდო, პრემიუმ კლასის სმარტფონები. სიმძლავრისა და ინოვაციების შერწყმით მივაღწიეთ მათ მაქსიმალურ წარმადობას, რომელსაც ნაკლები გავლენა აქვს გარემოზე.“