მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე თითქმის იმავე რაოდენობის პირი დაჯარიმდა, რამდენიც გასულ წელს მთლიანად. უფრო კონკრეტულად, 2023 წელს საპენსიო შენატანების დარღვევისთვის 223 პირის მიმართ 113 500 ლარის ჯარიმა გამოიწერა.
მოცემული ჯარიმები გამოწერილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 165 (11) მუხლის პირველი და მეორე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს დამსაქმებლის ან დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევას. ჯარიმა განსაზღვრულია 500 ლარის, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 1 000 ლარის ოდენობით.
საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის მონიტორინგი და დაჯარიმების ფუნქციები 2024 წლის 1-ლი ივნისიდან შემოსავლების სამსახურიდან საპენსიო სააგენტოს უფლებამოსილების ქვეშ გადავიდა. ამასთან ერთად, ცვლილებებამდე არ არსებობდა დარღვევის შემთხვევაში აღსრულების მექანიზმები, ახლა კი პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროც ჩაერთვება.