მსოფლიო ბაზრებზე ავტომობილების, კერძოდ, მსუბუქი და სატვირთო მანქანების, ავტობუსების, ასევე, სპეციალური ტექნიკის მიწოდებით საქართველომ, ფულადი თვალსაზრისით, ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა, რითაც ქვეყანა წამყვანი ქვეყნების 10-ეულს მოსდევს.
რეიტინგს „რია ნოვოსტი“ 2023 წლის ღია მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მთლიანობაში, ქვეყნებმა, რომლებმაც 2023 წლის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვეს, 1,15 ტრლნ დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილები, ავტობუსები, სატვირთო მანქანებისა და სპეციალური ტექნიკის ექსპორტი განახორციელეს, რაც, 2022 წელთან შედარებით, თითქმის, 23%-ით მეტია.
აქედან საქართველო მე-11 ადგილზეა, ექსპორტი ფულადი თვალსაზრისით 2-3 ჯერ გაიზარდა და 2,2 მლრდ დოლარს მიაღწია. შემოსავლების თვალსაზრისით ექსპორტის 74%-ით გაზრდით საქართველოს ნორვეგია მოსდევს, სადაც ექსპორტმა ჯამში 969 მლნ დოლარი შეადგინა.
ექსპორტის ღირებულების ზრდით საქართველოს მსოფლიოს წამყვანი ექსპორტიორები, მათ შორის, ტოპ ათეულის წევრი ქვეყნები ჩამორჩება. კერძოდ, ესტონეთში ექსპორტის ღირებულება 53%-ით, 1,2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. მხოლოდ მესამედით გაზარდა მიწოდება პოლონეთმა (16,2 მლრდ დოლარი), კანადამ (46,3 მლრდ დოლარი) და სამხრეთ კორეამ (70,7 მლრდ დოლარი), ხოლო მეოთხედით გაიზარდა უნგრეთში (16 მლრდ დოლარი), იტალიასა (28,7 მლრდ დოლარი) და ესპანეთში (48,6 მლრდ დოლარი).
ექსპორტის ღირებულების ზრდით მსოფლიო ქვეყნების 2023 წლის ტოპ 10-ეული:
- გერმანია – 197 მლრდ დოლარი
- იაპონია – 123 მლრდ
- ჩინეთი – 97 მლრდ
- მექსიკა – 95 მლრდ
- აშშ – 89 მლრდ
- სამხრეთ კორეა – 71 მლრდ
- ესპანეთი – 49 მლრდ
- კანადა – 46 მლრდ
- დიდი ბრიტანეთი – 41 მლრდ
- საფრანგეთი – 37 მლრდ