Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს.
რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული კვლევის თანახმად, 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი საქართველოში 1.18-დოლარს შეადგენს.
კვლევის მიხედვით, ბენზინი ყველაზე ძვირი შემდეგ 10 ქვეყანაშია:
- ჰონგ-კონგი (ჩინეთი) – 3.01 დოლარი
- სინგაპური – 2.09 დოლარი
- ფინეთი – 2.08 დოლარი
- ნიდერლანდები – 2.06 დოლარი
- შვეიცარია – 2.05 დოლარი
- ალბანეთი – 2.05 დოლარი
- დანია – 2.04 დოლარი
- საბერძნეთი – 2.04 დოლარი
- ურუგვაი – 2.01 დოლარი
- ნორვეგია – 1.96 დოლარი
ქვეყნებi, სადაც ბენზინი ყველაზე იაფია, ათეული ასე გამოიყურება:
- ლიბია – 0.03 დოლარი
- ეგვიპტე – 0.25 დოლარი
- ალჟირი – 0.33 დოლარი
- ქუვეითი – 0.34 დოლარი
- მალაიზია – 0.43 დოლარი
- ვენესუელა – 0.50 დოლარი
- ყაზახეთი – 0.52 დოლარი
- ბოლივია – 0.54 დოლარი
- კატარი – 0.57 დოლარი
- რუსეთი – 0.57 დოლარი