2023 წლის აპრილში, საქართველო გერმანიაში თხილის იმპორტიორი ქვეყნების ტოპ-3-ეულში მოხვდა. პირველ ადგილზე თურქეთია, რომელმაც 2 924 ათასი ტონა თხილი შეიტანა და 17 223 მლნ ევროს შემოსავალი მიიღო. მეორეზე აზერბაიჯანი იმყოფება, რომელმაც 308 ტონაში 1 677 მლნ ევრო მიიღო. საქართველო მესამე ადგილზეა – გერმანიაში ექსპორტირებული 302 ტონა თხილით ქვეყანაში 1 425 მლნ ევრო შემოვიდა.
აპრილში გერმანიამ სულ 3 944 ათასი ტონა თხილი 24 578 მლნ ევროდ იყიდა, რაც 2022 წლის აპრილთან შედარებით 27,5%-იან კლებაა.