საქართველო ერთ სულ მოსახლეზე 1.04 კგ კაკალს (საშუალო მოხმარებაზე 8-ჯერ მაღალი) მოიხმარს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა – ინფორმაცია ამის შესახებ აღნიშნულია Gult&Taggart-ის ანგარიშში. მეორე-მესამე ადგილებს, კანადა (0,88 კგ) და აშშ (0,77კგ) ინაწილებენ.
ანგარიშშის მიხედვით, კაკლის პოპულარობას საქართველოში ადგილობრივი სამზარეულო განაპირობებს, ვინაიდან ნიგოზი მრავალი კერძის ინგრედიენტად გამოიყენება.
2023 წლის მონაცემებით, საქართველომ შიდა მოთხოვნის 56.6% უზრუნველყო. ქვეყნისთვის კაკლის ძირითად იმპორტიორებს უკრაინა, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ჩინეთი წარმოადგენენ.
„იმპორტი ხელს არ უშლის ადგილობრივ წარმოებას, რადგან ქართული თხილი ადგილობრივ დონეზე სრულად საღდება“, – აღნიშნულია კვლევაში.
ბოლო წლებში ქართულ კაკალზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა. მიზეზი პანდემიის შემდეგ გაზრდილი მოთხოვნა და შემცირებული წარმოებაა. გარდა ამისა, 2016-17 წლებში აზიური ფაროსანას (Halyomorpha halys) მასობრივი გავრცელებისგან ქართული მეურნეობა მნიშვნელოვნად დაზარალდა.
რაც შეეხება გლობალურ სურათს, კაკლის წარმოება სტაბილურად იზრდება. 2022 წელს მან 1.157 მილიარდ კგ-ს მიაღწია. სექტორს აშშ და ჩინეთი ლიდერობენ, რომელთაც ჯამურად 79,1%-იანი წილი უჭირავთ.
კაკლის უმსხვილეს იმპორტიორებს გერმანია (13.7%), არაბთა გაერთიანებული საემიროები (8.7%), თურქეთი (7.5%), იტალია (5.5%) და მექსიკა (5.0%) ლიდერობენ.
ქვეყანები,სადაც კაკლის მოხმარებით ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალია (კგ):
- 1. საქართველო (1.04)
- 2. კანადა (0.88)
- 3. აშშ (0.77)
- 4. გერმანია (0.58)
- 5. თურქეთი (0.55)
- 6. ესპანეთი (0.55)
- 7. იტალია (0.46)
- 8. რუმინეთი (0.43)
- 9. ნიდერლანდები (0.35)
- 10. მსოფლიო საშუალო (0.13)