2023 წლის აგვისტოში საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი შემცირდა, საერთო მაჩვენებელი კი გაიზარდა. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით, რუსეთში ექსპორტი 13.3 მლნ აშშ დოლარიდან 781.9 ათას აშშ დოლარამდე, 94%-ით შემცირდა-საერთო მაჩვენებელი 186.9 მლნ აშშ დოლარიდან 190.5 მლნ აშშ დოლარამდე, 1.9%-ით გაიზარდა.
აგვისტოში უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნებია:
- ყაზახეთი – 66.1 მლნ აშშ დოლარი;
- ყირგიზეთი – 56.3 მლნ აშშ დოლარი;
- აზერბაიჯანი – 37.9 მლნ აშშ დოლარი;
- სომხეთი – 17.1 მლნ აშშ დოლარი;
- ბელგია – 4.7 მლნ აშშ დოლარი.
თუ 2023 წლის 8 თვეში განხორციელებულ ექსპორტს გადავხედავთ, საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ამ პერიოდში 94.2%-ითაა გაზრდილი – გასული წლის იანვარ-აგვისტოში თუ 34.3 მლნ აშშ დოლარის მანქანები მივყიდეთ ჩრდილოეთ მეზობელს, წელს, ანალოგიურ პერიოდში, მაჩვენებელი 66.6 მლნ აშშ დოლარია.
2023 წლის 8 თვეში ის 178.1%-ით, 492.1 მლრდ აშშ დოლარიდან 1.4 მლრდ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
იანვარ-აგვისტოში უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნებია:
- აზერბაიჯანი – 567.8 მლნ აშშ დოლარი;
- სომხეთი – 552.3 მლნ აშშ დოლარი;
- რუსეთი – 461.4 მლნ აშშ დოლარი;
- ყაზახეთი – 428.3 მლნ აშშ დოლარი;
- ყირგიზეთი – 413.9 მლნ აშშ დოლარი.
2023 წელს 98%-ითაა გაზრდილი იმპორტიც და 1.96 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მთავარი იმპორტიორები აშშ, იაპონია და გერმანია არიან.