საყიდლებზე ხარჯების 42% მოდიოდა,30% – კვება, 14% -განთავსება, 10% – ადგილობრივი ტრანსპორტი, 3% – რეკრეაცია. ჯამში საქართველოდან გასულმა ვიზიტორებმა საზღვარგარეთ 1.8 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.
2019 წლის ხარჯები 2 მლრდ ლარს აღემატებოდა. „2022 წელს ვიზიტის ძირითადი მიზნების მიხედვით გასვლითი ვიზიტების განაწილებამ 2019 წელთან შედარებით გარკვეული განსხვავებები აჩვენა. 2022 წელს მეგობრებისა და ნათესავების მონახულების წილი მთლიან ვიზიტებში შემცირდა 14 პროცენტული პუნქტით, რაც ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვით.
ამავდროულად, საყიდლების წილი გაიზარდა 12 პროცენტული პუნქტით და 2022 წელს ვიზიტების განხორციელების ყველაზე ხშირი ძირითადი მიზანი გახდა“, – აღნიშნულია კვლევაში.