საქართველოდან სანელებლების ექსპორტი, ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნიდან ექსპორტის ღირებულებამ 12.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია და 2021 წლის მაჩვენებელს, 11 მლნ აშშ დოლარს, 9.3%-ით აღემატება.
გასულ წელს ქვეყნიდან სულ 5,171 ტონა სანელებლები (კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა) გავიდა ექსპორტზე, რაც გასული წლის 4,997 ტონაზე, 3.5%-ით მეტია.
2022 წელს ქართული სანალებლების მთავარი საექსპორტო ბაზრები ჩინეთი, რუსეთი და უკრაინა იყო. დეტალური მაჩვენებლები კი ასეთია:
რუსეთი – $4.9 მლნ, 2.282 ტონა;
ჩინეთი – $4.5 მლნ, 1,607 ტონა;
უკრაინა – $1.2 მლნ, 580 ტონა.
2013 წლის შემდეგ საქართველოდან სანელებლები ყველაზე დიდი მოცულობით რუსეთში გადიოდა და ჩინეთმა ის პირველ ადგილზე მხოლოდ 2022 წელს ჩაანაცვლა.